"Go Johnny go!" - ჩაკ ბერის 20 ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერა
tbl.ge/43s8
დაკოპირდა
დღეს, 18 ოქტომბერს, ლეგენდარული მუსიკოსის ჩაკ ბერის დაბადების დღეა. ჩარლზ ედვარდ ანდერსონ ბერი, 1926 წელს მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში დაიბადა. Rock and Roll-ის პიონერი იმ დროს ქმნიდა თავის მუსიკას, როდესაც აშშ-ს თეთრკანიან მოსახლეობაში ქანთრი, ხოლო ფერადკანიანებში- ბლუზი იყო პოპულარული. თავის მუსიკაში მან ორივე მიმდინარეობა გაერთიანა და Rock and Roll-ის სიყვარული მთელ მსოფლიოს გაავრცელა.ჩაკ ბერის დაბადების დღისთვის მის 20 უმნიშვნელოვანეს სიმღერას ვიხსენებ.