გლობალური ეკონომიკა

IMF-ის გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ბოლო ათი წლის მინიმუმზეა

Getty Images

მსოფლიოს სავალუტო ფონმა, გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა, რაც 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და საერთაშორისო ვაჭრობაში წარმოქმნილი ბარიერების ფონზე, კლებულობს. ძირითადად ამ თემებს უკავშირდებოდა მსოფლიოს სავალუტო ფონდის ოქტომბრის თვის მიმოხილვა. 

ფონდის განახლებული პროგნოზით, გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 0,3%-ით შემცირდა. წინა მიმოხილვაში ფონდი მსოფლიო ეკონომიკის 3,3%-იან ზრდას ვარაუდობდა. მიმოხილვაშია ნათქვამია, რომ ზრდა შენელდა როგორც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, ასევე, განვითარებადი ეკონომიკებში. 

ყველაზე დიდ განვითარებად ეკონომიკებში როგორც არის ბრაზილია, რუსეთი, მექსიკა, საუდის არაბეთი 2019 წელს ეკონომიკა 1%-ით იზრდება, რაც წინა წლების მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება. 

ზოგადად განვითარებადი ეკონომიკების ზრდის პროგნოზი წელს 3,9%-ია, რაც 0,6%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. დაახლოებით იგივე სურათია განვითარებულ ეკონომიკებში, წელს მდიდარ ქვეყნებში საშუალოდ 1,7%-იან ზრდას ვარაუდობენ, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0,6%-ით ჩამორჩება. 

სავალუტო ფონდში ზრდის ტემპის შენელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დამმუშავებელი სექტორის ზრდის შემცირების ასახელებენ. 

ამავდროულად ფონდში არ გამორიცხავენ ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო შემცირებას. აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ბრექსიტთან დაკავშირებული რისკების გამო შესაძლოა პროგნოზი კიდევ უფრო გაუარესდეს. 

რაც შეეხება 2020 წელს, ფონდში გლობალური ეკონომიკის 3,4%-იან ზრდას ვარაუდობენ და ამავდროულად აღნიშნავენ, რომ ამ საბაზისო პროგნოზის გადახედვის რისკს ვერ ხედავენ.

კომენტარები