League of Legends-ის შემქმნელები ანიმაციურ სერიალს Arcane გამოუშვებენ, რომელიც ამ ლეგენდარული თამაშის სამყაროს ორი ცნობილი პერსონაჟის ჯინქსისა და ვაის ისტორიას მოყვება. როგორც ადრე გახდა ცნბობილი, ეს ორი პერსონაჟი დები არიან და პროექტი მათი გზების გაყოფის ისტორიას გვიამბობს.
სერიალის გამოსვლის შესახებ თამაშის 10 წლის იუბილეზე გახდა ცნობილი მის გამოსვლას კი 2020 წელს უნდა ველოდოთ.