კიტ ჰარინგტონი

კიტ ჰარინგტონს ჰარი პოტერის პრიქუელში სევერუს სნეიპის როლის შესრულება სურს

GQ

Game of Thrones-ის ვარსკვლავს, კიტ ჰარინგტონს, ჰარი პოტერის პრიქუელში სევერუს სნეიპის როლის შესრულება სურს.

ჰარი პოტერის ფილმებში სევერუს სნეიპს ალან რიკმანი ასრულებდა.

"სნეიპი საუკეთესო პერსონაჟია, მისი ისტორია საოცარია. სევერუს სნეიპი არის ყველაზე ტრაგიკული, საოცარი და შესანიშნავი პერსონაჟი".

კიტ ჰარინგტონმა ჰარი პოტერის პრიქუელში თავის სასურველ მეორე როლად სირიურ ბლექი დაასახელა. სირიუს ბლექი ჰარი პოტერის ნათლიაა და მას გარი ოლდმენი ასრულებს.

"სევერუს სნეიპი არის პერსონაჟი, რომელიც გძულს, თუმცა საბოლოოდ ის გიყვარდება. ის ფენომენალურია. არ ვთვლი, რომ სევერუს სნეიპის პერსონაჟისთვის შესაფერისი ვარ, ამიტომ სირიუს ბლექს შევასრულებ. თუმცა, ის, ვინც სნეიპის როლს შეასრულებს, შესანიშნავი იქნება", - თქვა კიტ ჰარინგტონმა.

კომენტარები