ფილმები ინსომნიაზე

5 ფილმი ინსომნიაზე უძილო ღამეების გადასაგორებლად

21-ე საუკუნეში ინსომნია უამრავ ადამიანს აწუხებს. იმისთვის რომ ღამემ უფრო საინტერესოდ ჩაიაროს, ჩვენ გთავაზობთ 5 ფილმს, რომლის გმირებსაც ასევე უძილობა არ ასვენებთ

1)INSOMNIA

ინსომნია არის კრისტფერ ნოლანის ფილმი, რომელშიც მთავარ გმირებს, ალ პაჩინოსა და რობინ უილიამსის შესრულებით უძილობა აწუხებთ. სურათი 17 წლის გოგოს მკვლელობის გამოძების ამბავს მოგვითხრობს. 


ფოტო: IMDB

2) The Machinist

ფილმი ადამიანზე, რომელსაც თითქმის ერთი წელი არ სძინებია და ვეღარ ხვდება სად მთავრდება კოშმარები და იწყება რეალობა. კრისტიან ბეილიმ, რომელიც ფილმში მთავარ გმირს ასრულებს, ამ როლისთვის 30 კგ დაიკლო. 


ფოტო: IMDB

3) Taxi Driver

ფილმის მთავარ გმირს, ტრევის ბიკლისაც უძილობა აწუხებს. სწორედ ინსომნიასთან გასამკლავებლად ვიეტნამის ომის ვეტერანი ტაქსის მძღოლად იწყებს მუშაობას. 

4) CHASING SLEEP

სურათი კოლეჯის პროფესორის ამბავს მოგვითხრობს. მთავარი გმირი იღვიძებს და ხვდება, რომ მისი ცოლი გაუჩინარდა. ფილმის განმავლობაში ის ცდილობს ამ გაუჩინარების საიდუმლოს ამოხსნას. 


ფოტო: IMDB

5) BROTHERS

ფილმში მთავარ როლებს ჯეიკ ჯილენჰოლი, ნატალი პორტმანი და ტობი მაგუაერი ასრულებენ. ჯილენჰოლის გმირი, უფროსი ძმის ავღანეთის ომის დროს გაუჩინარების შემდეგ, მის ცოლს ეხმარება, რომლის მიმართაც გრძნობები უჩნდება. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ძმა ომის საზარელ მოგონებებთან ერთად დაბრუნდება.


ფოტო: IMDB

კომენტარები