ჰოლანდია

ჰოლანდიაში ფერმაში ჩაკეტილი ოჯახი იპოვეს, რომელიც 9 წელი გარესამყაროსგან მოწყვეტილი იყო

AFP

ჰოლანდიაში, ერთ-ერთ ფერმაში ჩაკეტილი ოჯახი იპოვეს, რომლის წევრები, 6 ახალგაზრდა და მათი მამა 9 წლის განმავლობაში გარესამყაროსგან მოწყვეტილი ცხოვრობდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფერმაში 16-დან 25-წლამდე 6 ახალგაზრდასთან ერთად მათი მამაც იყო, რომელიც გულის შეტევის შემდეგ საწოლიდან ვერ დგებოდა. მათთან ერთად ფერმაში იპოვეს 58 წლის კაცი, რომელიც პოლიციამ დააკავა. ოჯახთან მისი კავშირის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.

ოჯახს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ერთ-ერთი ბავშვი ფერმიდან გაიქცა და დახმარება ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვა.

მედიის ინფორმაციით ოჯახი ფერმაში სამყაროს აღსასრულის მოლოდინში გამოიკეტა. და-ძმები ფერმაში, მიმალულ სარდაფში იყვნენ ჩაკეტილები, ისინი მხოლოდ ბოსტნეულით და ფერმაში გაზრდილი ცხოველების ხორცით იკვებებოდნენ.

6 ახალგაზრდა და მათი მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ გამოკვლევები და მკურნალობა ჩაუტარდებათ.

კომენტარები