პოლიტიკური დევნა

როლანდ ახალაია ბოკერია-ბაქრაძეს: ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში

რამდენიმე დღეა, ვწერ და ისევ ვშლი პოსტებს, გამოუქვეყნებლად. მაინც გადავწყვიტე, ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ბოკერია-ბაქრაძის ინციატივაზე. არც ერთი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ ვიცი, "ჩიტები" მიუტანენ ამბავს. ნაძირლობა ცუდია, მაგრამ ის უფრო უარესია, როცა ფსკერს ქვემოთაა. წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას, ალბათ, თქვენს თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლებ წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში. თქვენი წინასწარი განზრახულობაც ხომ ეგ იყო, რამოდენიმე პირისთვის შეგეხოცათ ხელი და გათეთრებულები დარჩენილიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილთან გარიგებულები ხართ, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია, თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყოს, ვინ იქნება უფრო მაღლა - თქვენ თუ კანონი.

ნუ გვაღიზიანებთ გამწარებულ ოჯახებს, თორემ ეს უსამართლობით გამოწვეული, ისედაც პიკზე მყოფი "აგრესია" თქვენკენ მობრუნდება და მაინც არ გისურვებთ მის განცდას, მიუხედავად იმისა, რომ ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში. ეს არაა ლიტონი სიტყვები და ის აღსრულებადია. ამაში დარწმუნდებით, როცა შესაფერისი დრო დადგება. საჯაროდ არაფერი გვითქვამს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიცოდეთ - რა ხდებოდა ჩვენს თავს და ვის რა წვლილი მიუძღვით. არაფერი არ იმალება ხოლმე, მითუმეტეს, ჩვენნაირ ერში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი, დათა და ბაჩო ახალაიების მამა, როლანდ ახალაია Facebook-ზე წერს. ის პოლიტიკური ამნისტიის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერების განცხადებებს ეხმაურება. კერძოდ, 13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. ბოკერიას ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

კომენტარები