პარლამენტის სხდომა

ქანთარია ბოკერიას: ამ ვითომ მიმტევებლური განცხადებით, უკვე ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს

სიმართლე რომ გითხრათ, გულზე მომეშვა და მინდა, რომ ქართული ოცნების წევრებსაც მივულოცო ეს სასიხარულო ამბავი, რომ თურმე ბატონი გიგა ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს, მეგობრებო. მაგრამ, იმიტომ კი არ დაგვიჭერს, რომ დანაშაული არ გვაქვს ან ვეცოდებით, პოლიტიკურად ეს თურმე ძალიან სწორი იქნება. რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილსაც არ დაიჭერს არავითარი დანაშაულის გამო. არადა მთავარი დანაშაული ჩვენი, ვფიქრობ ის არის, რომ თქვენ და თქვენისთანები გიგა, ბიძი, დასრიალებთ ისევ პოლიტიკურ ველზე.

ასე რომ, ეს გარანტი, თითქოს მშვიდობის მტრედობა და სტაბილურობის გარანტი ვერ გახდებით და ვერც მოსახლეობას ვერ დააჯერებთ, იმიტომ, რომ ის კბილები დიდი ხანია მოიცვალა ჩვენმა მოსახლეობამ.

მეორეც, გიგა, აი, ამ ვითომ მიმტევებლური რაღაც განცხადებით, ეშმაკთანაც იფუჭებ უკვე საქმეს, ანეკდოტისა არ იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, იმ პარტიას და იმ პოლიტიკურ ჯგუფს მართლა ჩემდათავად რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება.

ასე მიმართა ქართული ოცნების წევრმა ნუკრი ქანთარიამ ევროპული საქართველოს ლიდერს გიგა ბოკერიას პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები