ფეხბურთი

10 ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბი

http://i0.wp.com

ბოლო წლებში შექმნილი სირთულეების მიუხედავად, მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი კლუბის შემოსავლები იზრდება. ფეხბურთი კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად თამაშად რჩება. 

სპონსორები ცდილობენ, ითანამშრომლონ წამყვან კლუბებთან, რადგანაც იციან, რომ მათ თამაშებს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უყურებს. ცალკეული სპორტსმენები ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სარეკლამო სახეები არიან. 

საფეხბურთო კლუბების შემოსავალის მნიშვნელოვანი ნაწილი, გაყიდული ბილეთებისა სხვადასხვა ტურნირის საპრიზო ფონდის გარდა, მათი თამაშების ჩვენების სატელევიზიო უფლებებს უკავშირდება. ამ სეგმენტში კი ბოლო წლებში ფასები საგრძნობლად იზრდება.

ამერიკული გამოცემა Forbes-ი ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგს. 

10 ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი:

  1. რეალ მადრიდი — $4,2 მილიარდი;
  2. ბარსელონა — $4,02 მილიარდი;
  3. მანჩესტერ იუნაიტედი — $3,8 მილიარდი;
  4. მიუნხენის ბაიერნი — $3,02 მილიარდი;
  5. მანჩესტერ სითი — $2,6 მილიარდი;
  6. ჩელსი — $2,5 მილიარდი;
  7. ლონდონის არსენალი — $2,2 მილიარდი;
  8. ლივერპული — $2,1 მილიარდი;
  9. ტოტენჰემ ჰოტსპური — $1,6 მილიარდი;
  10. იუვენტუსი — $1,5 მილიარდი. 

კომენტარები