კრიმინალი

აბაშიძის ქუჩაზე ქალს თავს დაესხნენ

flickr

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ქალს თავს დაესხნენ. ტაბულას ინფორმაციით, დაშავებული უკრაინის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

​სხვა კითხვებზე, მათ შორის იმაზე, არის თუ არა დაშავებული უკრაინის მოქალაქე, უწყებაში ტაბულას არ უპასუხეს.

კომენტარები