შსს

12 ოქტომბერს, საფეხბურთო მატჩის გამო, დინამო არენას მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

12 ოქტონბერს სტადიონის "დინამო არენა" მიმდებარე ქუჩები 16:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის მიზეზად ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველო-ირლანდიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ მატჩს ასახელებს. 

კერძოდ, გადაიკეტება გიორგი ცაბაძისა და დავით ყიფიანის ქუჩები, ხოლო წინაღმძღვრიშვილის ქუჩა - ნაწილობრივ. ამასთან, მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად, ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ - ვახუშტის ხიდის მიმართულებით. აკაკი წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები კი ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით იმოძრავებენ.

შსს-ის ცნობით, ყველა ამ ქუჩაზე მანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მათივე ინფორმაციით, ამ ქუჩებზე მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება. 

კომენტარები