მე მესია ხომ არ ვარ? ვერ ავიღებ ჩემ თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას. მე შემიძლია ვისაუბრო ჩემ თავზე, ჩემს დიპლომზე [..] ბოდიშით, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. ასეთ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით. სადაც იყო გახსნილი, სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის, მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და მე ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, რომ 1997 წლამდე ამ ქვეყანაში საბჭოთა განათლების კანონი მოქმედებდა.
tbl.ge/42x7
დაკოპირდა
თქვა პარლამენტის იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ. მისი ბიოგრაფიის თანახმად, მან ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. თადუმაძეს ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა, მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. გარდა ამისა, თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, უმაღლეს სასწავლებელში კი ჩაბარების თარიღად 1993 წელია მიღითებული. თადუმაძის განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, სასწავლებელი ექსტერნად დაასრულა.
შალვა თადუმაძეპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიუზენაესი მოსამართლეობის კანდიდატიუზენაეს სასამართლოში დასანიში მოსამართლეები
ამავე თემაზე
- TI: თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება
- თადუმაძე: გამსახურდიამ დაწერა დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა და არა - დიდოსტატის მარჯვენა
- თადუმაძე მშვენიერაძეს: მე არ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას
- თადუმაძის თქმით, არ იცის მიადგა თუ არა TBC-ის ზიანი ხაზარაძე-ჯაფარიძისათვის ბრალის წარდგენით
- თადუმაძე: კმაყოფილი ვარ ჩემი იურიდიული საქმიანობით და შედეგებით, განათლებით - არა