საყოფაცხოვრებო ნივთების ისტორია

როგორ გამოიყურებოდა 12 საყოფაცხოვრებო ნივთი, როდესაც მისი გამოშვება დაიწყეს

insider

როდესაც კაცობრიობამ ეს ყოველდღიური ნივთები გამოიგონა ისინი სრულიად სხვაგვარი იყო. მაგალითად კომპიუტერი მთლიან ოთახს იკავებდა, ხოლო მობილური ტელეფონი აგურს უფრო გავდა ზომითაც და წონითაც. ყველაფერი დრომ შეცვალა, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ამ 12 ნივთის პირვანდელი სახე

კბილის ჯაგრისი 

ძველ ეგვიპტეში კბილებს პატარა ტოტებით იმუშავებდნენ. პირველი კბილისჯაგრისი 1498 წელს ჩინეთში გამოიგონეს და ჯოხზე ღორის ჯაგარი დაამაგრეს. 

სურათზე ნაჩვენები კბილის ჯაგრისი ნაპოლეონს ეკუთვნოდა და 1790-1821 წლების შუალედში შეიქმნა. 


ფოტო: insider

მაცივარი

სანამ 1835 წელს ჯეიკობ პერკინსი მაცივარს გამოიგონებდა, შიგნიდან ყინულით მოპირკეთბულ ხის დიდ ყუთებს იყენებდნენ და ამ დანადგარს "ყინულის ყუთს" უწოდბდნენ.

სურათზე 1910 წლის მაცივარს ვხედავთ.


ფოტო: insider

მტვერსასრუტი

პირველი მტვერსასრუტი მტვერს არ იწოვდა, არამედ ჰაერის ნაკადით მიმოფანტავდა მას. პირველი მტვერსასრუტი ჰუბერტ სესილ ბუტმა დააპატენტა. სწორედ მას ვხედავთ სურათზე


ფოტო: insider

სარეცხი მანქანა

პირველი სარეცხი მანქანა ალვა ჯონ ფიშერმა გამოიგონა 1908 წელს.


ფოტო: insider

ნათურა

ნათურები პირველად 1800 წელს გამოჩნდა, იმაზე ადრე, რაც ედისონმა ისინი 1879 წელს დააპატენტა. სურათზე მარჯვნიდან მეორე ნათურა ედისონს ეკუთვნის. დანარჩენები, სხვადასხვა მეცნიერებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხვეწდნენ ამ გამოგონებას. 


ფოტო: insider

ტელეფონი

ალექსანდრე გრეჰემ ბელმა პირველი სატელეფონო ხაზი ჩიკაგოსა და ნიუ-იორკს შორის 1892 წელს გაჭიმა.


ფოტო: insider

ტელევიზორი

ტელევიზორამდე ამ ხელსაწყოს ოქტაგონი ერქვა. ის 1928 წელს გამოიგონეს და მხოლოდ ერთ შოუს - დრამას "The Queen's Messenger." აჩვენებდა


ფოტო: insider

ელექტრო მანქანა

პირველი ელექტრო მანქანა, ფრანგმა გამომგონებელმა გუსტავ ტრუვემ შექმნა. მან ელექტრო ძრავა თავის სამბორბლიან ველოსიპედს მიამაგრა. 

სურათზე გამოსახული ელექტრომანქანა უილიამ მორისონს ეკუთვნის. მან ის ამერიკაში 1989-1891 წლების შუალედში დააპროექტა. 


ფოტო: insider

მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმელი პერსი ლებარონ სპენსერმა შემთხვევით, 1845 წელს გამოიგონა. მან აღმოაჩინა, რომ მაგნიტრონების გარშემო რკინის ყუთის აშენებით საკვები უფრო მალე ცხელდება ვიდრე ჩვეულებრივ ღუმელში. 


ფოტო: insider

კომპიუტერი

პირველი კომპიუტერის "აშენება" 400 000 დოლარი დაჯდა და მას აშშ-ს მთავრობა მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდა. 


ფოტო: insider

მობილური ტელეფონი

მოტოროლამ პირველი ტელეფონი, რომელიც აგურის ზომის იყო, 1973 წელს გამოიგონა. ტელეფონის დატენვას 10 საათი სჭირდებოდა. 


ფოტო: insider

პირველი ინტერნეტ საიტი

პირველი საიტი იყო უბრალო თეთრი ფურცელი რამდენიმე წარწერით


ფოტო: insider

კომენტარები