უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

კილაძე თადუმაძეზე: ოპოზიცია დესტრუქციულად არ აძლევს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას

მინდა მივმართო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვირვებლებს, აუცილებლად მოინიშნონ ეს ინციდენტი ისევე, როგორც სხვა ინციდენტები. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ოპოზიციის ვალდებულებაა იყოს კრიტიკული, იყოს საქმიანი და მხოლოდ ეს უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას. ესენი რასაც აკეთებენ, არის მასკარადი და ასეთი რამ არ ხდება არცერთ ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან აქ და ვკითხოთ რომელიმე კონგრესმენი, რომელიმე სენატორი თუ იქცევა ასე.

ოპოზიციის წარმომადგენლები დესტრუქციულად არ აძლევენ კანდიდატს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას. პირდაპირ ეს არის მიზანი ნაციონალური მოძრაობის, რომ საზოგადოებას არ მისცეს საშუალება, მოისმინოს ბატონი შალვა თადუმაძის პასუხები და ცდილობს, ეს პასუხები გადაფაროს მასკარადით, რაღაც შოუებით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატ შალვა თადუმაძეზე. მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უსმენენ.

კომენტარები