სახელმწიფო კომპანიები

სახელმწიფო კომპანიამ 76 მილიონი იზარალა, უფროსმა ხელფასის სახით 900 ათასი ლარი მიიღო

სულხან ზუმბურიძე/Facebook

აუდიტის სამსახურმა, 2014-2017 წლებში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. 

როგორც ანგარიშიდან ირკვევა სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალი მოცემულ წლებში 76 მილიონ ლარს აღემატება. მიუხედავად ამ დიდი ზარალისა, ეს არანაირად არ ასახულა კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან ზუმბურიძის ხელფასზე. ამ პერიოდში ზუმბურიძემ ანაზღაურების სახით 900 ათასი ლარი მიიღო. 

სულხან ზუმბურიძე ელექტროსისტემის ხელმძღვანელად 2007-2018 წლებში მუშაობდა. დასკვნაში გამახვილებულია ყურადღება სამივლინებო ხარჯების არანორმატიულ ზრდაზეც. 2014-2017 წლებში სულხან ზუმბურიძის მხოლოდ როუმინგის მომსახურება კომპანიას 156 ათასი ლარი დაუჯდა. მათ შორის, 2014 წლის აგვისტოში ხუთი დღის განმავლობაში სულხან ზუმბურიძის როუმინგი სახელმწიფო თითქმის, 30 ათასი ლარი გადაიხადა. 

ამავდროულად, იმ წლებში როცა სახელმწიფო კომპანიამ 76 მილიონი ლარი იზარალა, კომპანიაში პრემიების სახით 12 მილიონი ლარი გაიცა. 

დასვკანაში გამახვილებულია ყურადღება კომპანიის მხრიდან არამიზნობრივი და დაუსაბუთაბელი ხარჯებზე. ამ პერიოდში სახელმწიფო კომპანიის მთლიანი ვალდებულებების პროცენტული წილი მთლიან აქტივებში გაიზარდა 40%-დან 67%-მდე.

ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს სახელმწიფო კომპანიების ზარალი 805 მილიონი ლარია. სულ ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო საწარმოებზე 2,6 მილიარდი ლარი იზარალეს.

კომენტარები