ბითლზი

გამოსვლიდან 50 წლის შემდეგ Abbey Road კვლავ ჩარტების სათავეშია

ბითლზის საკულტო ალბომი, Abbey Road გამოსვლიდან 50 წლის თავზე ბრიტანული ჩარტების პირველ ადგილზეა.

ალბომის გამოსვლიდან 50 წლის აღსანიშნავად, გასულ კვირას გამოვიდა Abbey Road-ის საიუბილეო ვერსია, რომელიც იქამდე უცნობ მასალასაც შეიცავდა.

ბრიტანული ჩარტების ისტორიაში, არც ერთ ალბომს არ დაუბრუნებია მოწინავე პოზიცია ამდენი ხნის შემდეგ - Abbey Road ჩარტების პირველ ადგილზე ბოლოს 49 წლისა და 252 დღის წინ იყო.

გამოსვლიდან 17 კვირის მანძილზე, 1969 წლის 26 სექტემბრიდან 1970 წლის 31 იანვრამდე ალბომი პირველ ადგილს არ თმობდა.

Abbey Road-ამდე აღნიშნულ რეკორდს ბითლზის კიდევ ერთი ლეგენდარული ალბომი, Sgt Pepper's Lonely Hearts' Club Band ფლობდა, რომელიც ჩარტების სათავეში 49 წლისა და 125 დღის შემდეგ დაბრუნდა.

პოლ მაკკარტნის თქმით, "ძნელი დასაჯერებელია, რომ Abbey Road ამდენი წლის შემდეგაც წარმატებულია. მაგრამ კი, ძალიან მაგარი ალბომია."

კომენტარები