დღის ფოტო

დღის ფოტო: გია ყანჩელი და ელდარ შენგელაია

Facebook/ Eldar Shengelaia

რეჟისორმა, ელდარ შენგელაიამ, Facebook-ის გვერდზე გია ყანჩელთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 

"ჩემი გია" - წერს რეჟისორი. 

ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის მრავალმხრივ შემოქმედებაში დიდი ადგილი ეკავა კინოფილმებისთვის შექმნილ მუსიკას, მათ შორის ყანჩელს შექმნილი აქვს მუსიკა ელდარ შენგელაიას არაერთი ფილმისთვის: "შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი". 

კომენტარები