რუსეთი

რუსი მამაკაცი ამბობს, რომ აიფონმა გეი გახადა, რის გამოც ეფლს უჩივის

Hollis Johnson

რუსული მედიის ცნობით, რუსი მამაკაცი ამტკიცებს, რომ ეფლის პროდუქციამ ის ჰომოსექსუალად აქცია, რის გამოც კომპანიას უჩივის.

დ.რაზუმილოვი კომპანიისგან 15 ათას დოლარიან კონპენსაციას ითხოვს.

მისი თქმით, შარშანწინ გადმოწერილ კრიპტოვალუტის აპლიკაციაზე გასულ ზაფხულს 69 GayCoin მიიღო, უცნობმა გამომგზავნმა კი "საჩუქარს" ინგლისურენოვანი შეტყობინება დაურთო, რომლის შინაარსიც, რაზუმილოვის განცხადებით, ასეთი იყო - "ნუ განსჯი სანამ ცდი".

"ვიფიქრე, მართლაც როგორ შეიძლება რაიმე განვსაჯო თუ არ გამოვცდი? და გადავწყვიტე, ჰომოსექსუალური ურთიერთობა გამომეცადა," - წერია "დაზარალებულის" საჩივარში.

რაზუმილოვი ამბობს, რომ უკვე ორი თვეა, რაც ჰომოსექსუალურ ურთიერთობაშია და მეგობარი მამაკაცის მიტოვება არ სურს, რის გამოც მშობლებთან პრობლემები ექმნება.

ის ამბობს, რომ ეფლმა "მანიპულაციურად უბიძგა ჰომოსექსუალიზმისკენ," რისი შედეგიც მორალური ტანჯვა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევაა. სანაცვლოდ, რაზუმილოვი კომპანიისგან ერთ მილიონ რუბლს ითხოვს, რაც 15 300 დოლარის ექვივალენტია.

მოსკოვის საოლქო სასამართლომ მისი საჩივარი უკვე დაარეგისტრირა და ინტერვიუ 17 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.

კომენტარები