სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ტაიფუნის გამო 6 ადამიანი დაიღუპა

Reuters

სამხრეთ კორეას თავს ტაიფუნი მიტაგი დაატყდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 4 ადამიანი.

მიტანი მიმდინარე წელს მეთვრამეტე ტაიფუნია, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმა გამოიწვია.

დაიტბორა 100-ზე მეტი შენობა, 1,500-ზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია.

44,000-ზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, თუმცა მათ 83%-ს ელექტროენერგიის მომარაგება უკვე აღუდგა.

კომენტარები