10 უმდიდრესი ამერიკელი — Forbes-ის რეიტინგი

wealthygorilla.com

ამერიკულმა ბიზნეს გამოცემა Forbes-მა 400 უმდიდრესი ამერიკელის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში 400 უმდიდრესი ამერიკელის ქონება 2,9%-ით გაიზარდა და რეკორდული 2.96 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

400 უმდიდრესი ამერიკელის ქონება მთელი ქვეყნის მშპ-ს, დაახლოებით 15%-ს შეადგენს. ცალკეულად უმდიდრესი ამერიკელების ქონება აღემატება ბრიტანეთის, ინდოეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბრაზილიის და კანადის ეკონომიკის ზომას. 400 უმდიდრესი ამერიკელი ჯამური ქონება მხოლოდ აშშ-ს, ჩინეთის, იაპონიისა და გერმანიის მშპ-ს ჩამოუვარდება.

სიაშია სულ 19 დებიუტანტია, მათ შორის ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკკენზი ბეზოსი, რომელიც 36 მილირდი დოლარის ქონებით, რეიტინგის მეთხუთმეტე ადგილს იკავებს. სიაში პირველად მოხვდა კომპანია Epic Games-ის დამაარსებელი და თამაშ Fortnite-ს შემქნელი ტიმ სვინი. სიაში მოხვდა ორლანდო ბრავოც, პირველი პუერტო რიკოელი მილიარდელი.

სიაში მოსახვედრი მინიმალური ზღვარი 2.1 მილიარდი დოლარია. რეიტინგის ბინადართა საშუალო ქონება კი 7.4 მილიარდი დოლარია.

წარმოგიდგენთ სიის პირველ ათეულს:

  1. ჯეფ ბეზოსი — $114 მილიარდი (Amazon);
  2. ბილ გეიტსი — $106 მილიარდი (Microsoft);
  3. უორენ ბაფეტი — $80 მილიარდი (Berkshire Hathaway);
  4. მარკ ზაკერბერგი — $69 მილიარდი (Facebook);
  5. ლარი ელისონი — $65 მილიარდი (Oracle Corporation);
  6. ლარი პეიჯი — $55 მილიარდი (Google);
  7. სერგეი ბრინი — $53 მილიარდი (Google);
  8. მაიკლ ბლუმბერგი — $53 მილიარდი (Bloomber LP);
  9. სტივ ბალმერი — $51 მილიარდი (MIcrosoft);
  10. ჯიმ უოლტონი — $51 მილიარდი (Wallmart).

კომენტარები