თბილისში, ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე, ცაბაძის 8 ნომერში ხანძარია. როგორც "ტაბულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შენობის მეორე სართულზე ღია ცეცხლია.
ამ დროისთვის, ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულზე არსებულ საწყობში გაჩნდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.