სახემწიფო ბიუჯეტი

ფინანსთა მინისტრი: კორუფცია როგორც პრობლემა არ არის, როგორც გამონაკლისი ალბათ კი

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა, საქართველოში კორუფციულ რისკებზე ისაუბრა. თემაზე მინისტრმა ტვ იმედში, ნიკა ლალიაშვილის გადაცემასი სტუმრობისას ისაუბრა. მინისტრის თქმით კორუფცია როგორც პრობლემა საქართველოში არ არსებობს და ამას ადასტურებს საერთაშორისო შეფასებებიც.

"ჩვენი ბიუჯეტის გამჭვირვალობა არის ძალიან მაღალი ხარისხის, Open Budget-ის ინდექსით, ჩვენ ვართ მეხუთე ადგილზე. ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იაპონია და ა.შ.

ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ საქართველოში კორუფცია არ არის, მაგრამ ეს მაჩვენებლი ნიშნავს იმას რომ საჯარო ფინანსები ისე გამჭვირვალედ იმართება, რომ რამე მნიშვნელოვანი მატერიალური კორუფციული რისკები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, დაბალ დონეზე, წვრილ კორუფციულ ტრანზაქციებს პერიოდულად ვხედავთ. უნდა ვიცოდეთ, რომ 100%-ით კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას შევქმნით, ეს ალბათ შეუძლებელია."

მაჭავარიანის თქმით, საქართველოში მნიშვნელოვანი კორუფციული არ არსებობს.

"საერთაშირისო შეფასებები, რომ მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები არ არსებობს. ეს შეფასებები გვაძლევს დამაჯერებელი განცხადების საფუძველს, რომ კორუფცია როგორც პრობლემა არ არის, როგორც გამონაკლისი ალბათ კი."

წინა თვეში გამოქვეყნებული სამოხეოლე დანაშუალის სტატისტიკით, 

2019 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების შემთხვევი 42%-ით გაიზარდა. სულ საანგარიშო პერიოდში ქრთამის აღების 40 შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე, 20%-ით გაიზარდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, მიმდინარე წელს სულ ასეთი 42 შემთხვევა დაფიქსირდა. 

კომენტარები