ჯასტინ ბიბერი

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდვინი მეორედ დაქორწინდნენ

დაახლოებით ერთი წლის წინ ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდვინმა ნიუ იორკში მოაწერეს ხელი, ხოლო ამ ორშაბათს მათ დიდი საქორწინო ცერემონია სამხრეთ კაროლინას შტატში გამართეს. 

ქორწილს 154 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის მოდელები კენდალ ჯენერი, კამილა მორონე და ჯოან სმოლსი. 

ცერემონიის დაწყებამდე, ბიბერმა ინსტაგრამზე თავისი ახალი საათის ფოტო გააზიარა და დააწერა: "საკუთარ თავს საქორწინო საჩუქარი გავუკეთე"

ქორწილამდე ერთი დღით ადრე ბიბერმა და ბოლდვინმა სადილი Moreland Landing-ში მოაწყეს და ბოულინგიც ითამაშეს. 

ცნობილია, რომ ბიბერმა  Montage Palmetto Bluff დიდი ხანია ქორწილის ადგილად აარჩია. ის ხშირად გაურბოდა სტრესს და ამ ადგილს "იმალებოდა" ხოლმე.

ქორწილის დღის პირველი ფოტოები, ბიბერმა თავის ინსტაგრამზე დადო: 

View this post on Instagram

My bride is 🔥

A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on

კომენტარები