Asics

ASICS-მა მაღაზიის ეკრანზე სარეკლამო ვიდეოს ნაცვლად შემთხვევით პორნო გაუშვა

Asics-ის მაღაზია

სპორტულმა ტანსაცმლის კომპანია Asics-მა, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში არსებულ მაღაზიაში დაკიდებულ ეკრანზე სარეკლამო ვიდეოს ნაცვლად შემთხვევით პორნო გაუშვა.

შემთხვევა კვირას, დილის 10 საათამდე მოხდა, სანამ მაღაზია გაიხსნებოდა და თანამშრომლები მივიდოდნენ.

მოგვიანებით იაპონურმა კომპანიამ ამ შემთხვევის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ სისტემაში ჰაკერებმა შეაღწიეს და ეკრანზე პორნო სწორედ ამიტომ აღმოჩნდა.

"გვსურს მოვუბოდიშოთ ყველას, ვისაც შეიძლება ეს ვიდეო ენახა. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი კომპიუტერული პროგრამისა და ონლაინ უსაფრთხოების მომწოდებლებთან, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი შემთხვევა", - დაწერა Asics-მა ფეისბუქზე.

პორნოგრაფიული ვიდეო მაღაზიის ეკრანზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გადიოდა.

კომენტარები