20 ივნისის აქციის დარბევა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი, გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ლევან იმერლიშვილს სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო დააკისრა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა სხდომაზ დაცვის მხარემ დააყენა, ამის მიზეზად სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რაც ბრალდების მხარემ არ გაიზიარა.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე იმერლიშვილმა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

კომენტარები