ის არის ძალიან მაღალი დონის ორატორი და ამ კონტექსტში მისგან მეტს ველოდი. მას ჰქონდა ძალიან აკადემიური გამოსვლა, ის შეეხო სრულიად ყველა პრობლემას და გამოწვევას. არ დატოვა ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშე დგას. [...] თუ აკადემიურად შევაფასებთ ქალბატონი სალომეს გამოსვლას, ეს არის ერთ-ერთი ისეთი გამოსვლა, რომლითაც შეგიძლიათ სტუდენტებს ლექციაც კი წაუკითხოთ. მან ახსენა, რომ ინიციატივების დრო არის და ამ ნაწილში დამაკლდა მეტი ემოციურობა და მეტი პრინციპურობა.
tbl.ge/41l8
დაკოპირდა
ასე შეაფასა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სეიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლა.
ამავე თემაზე
- წილოსანი ზურაბიშვილი UN-ში გამოსვლაზე: მან რამდენჯერმე ახსენა ოკუპაციის ფაქტი და პრობლემა
- კორძაია ზურაბიშვილის UN-ში გამოსვლაზე: არ აჩვენებდა ქვეყნის პოზიციას რუსეთთან მიმართებაში
- გოგუაძე ზურაბიშვილის UN-ში გამოსვლაზე: ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტისთვის შეუფერებელი იყო
- ადმინისტრაცია: პრეზიდენტი გაეროში სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა