აშშ

ახალი გამოკითხვით აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატებში ელიზაბეტ უორენი ლიდერობს

ელიზაბეტ უორენი
GC Images

Quinnipiac-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს შორის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებში მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი ლიდერობს.

უორენმა პარტიის მხარდამჭერებში 27% მოიპოვა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი, რომელიც ამ დრომდე ჩატარებულ გამოკითხვებში ლიდერობდა - 25%.

შემცირდა ვერმონტის სენატორის, ბერნი სანდერსის რეიტინგიც, მას მხარს 16% უჭერს.

გამოკითხვის მიხედვით კალიფორნიის სენატორ კამალა ჰარისს 3%-იანი მხარდაჭერა აქვს და ჩამორჩება საუს ბენდის მერს, პიტ ბუტიჯეჯს, რომელსაც მხარს 7% უჭერს. ნიუ ჯერსის სენატრომა კორი ბუკერმა კი 0% მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამავე ინსტიტუტის მიერ აგვისტოში ჩატარებულ გამოკითვაში ბაიდენმა 32% მიიღო, უორენმა კი - 19%.

სხვადასხვა შტატებში ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვებით უორენი ლიდერობს აიოვაში და ნიუ ჰემფშირში.

აიოვაში გამოკითვა Des Moines Register-მა, Mediacom-მა და CNN-მა ჩაატარეს. გამოკითხვის შედეგები ასეთია: უორენი - 22%, ბაიდენი 20%, სანდერსი - 11%, ბუტიჯეჯი - 9%.

ნიუ ჰემფშირში კი Monmouth University-ს გამოკითხვით: უორენი - 27%, ბაიდენი - 25%, სანდერსი - 11%. ეს დიდი დარტყმაა სანდერსისათვის, რომელმაც 2016 წელს ნიუ ჰემფშირის პრაიმერისში ხმათა 61% მიიღო.

ნევადაში კი Suffolk University/USA Today/Reno Gazette-Journal-ის გამოკითხვით ბაიდენმა 23% მიიღო, უორენმა კი - 19%.

კვლევის გამოქვენებამდე უორენმა გამოაცხადა, რომ აიოვაში, ნიუ ჰემფშირში, ნევადასა და სამხრეთ კაროლინაში - შტატებში, რომლებიც დემოკრატიული პარტიის პრაიმერისში პირველები აძლევენ ხმას, სარეკლამო კამპანიაზე 10 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს.

კომენტარები