ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი ტრამპზე: ჩემზე ზეწოლა მხოლოდ ჩემს 6 წლის ვაჟს შეუძლია

reuters

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს მოახდინა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასზე ზეწოლა ივლისში განხორციელებული სატელეფონო საუბრისას. ზელენსკიმ უპასუხა, რომ მასზე ზეწოლა მხოლოდ მის შვილს შეუძლია:

"არავის შეუძლია ჩემზე ზეწოლა, იმიტომ, რომ მე დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემზე ზეწოლა შეუძლია ჩემი ვაჟია, რომელიც 6 წლისაა." უპასუხა მან ჟურნალისტებს.

ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში ტრამპთან შეხვედრასაც გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

სამშაბათს, 24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

კომენტარები