ხმაურის კანონი

კალაძე: წლის განმავლობაში ხმაურზე 250 ოქმი არის შედგენილი, ამ საკითხს დარეგულირება სჭირდება

ქართული ოცნების პრესსამსახური

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საკმაოდ ხშირი არის მოსახლეობის მხრიდან ხმაურზე მიმართვები და ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. მერის ინფორმაციით, დაახლოებით 250 ოქმი არის შედგენილი წლის განმავლობაში და ცხელ ხაზზე შეტყობინებები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მატულობს რადგან ღია კაფეები ინტენსიურად მუშაობენ და მოქალაქეებს აწუხებს ხმაური.

"როგორც ვიცით, გამოდგამენ ხოლმე ამ დინამიკებს და ბოლო ხმაზე არის აწეული, ეს არის სერიოზული პრობლემა და ამას სჭირდება დარეგულირება, ჩვენთვისაც სიახლეა ეს მიმართულება, შესაბამისად აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ და დავარეგულირებთ. მომზადებულია უკვე პროექტი, პარლამენტის მხრიდან გვექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, როგორც სხვა შემთხვევებში, შესაბამისად ძალიან მნიშვნელობანია ამის გაკეთება," - ამბობს კალაძე.

მას შემდეგ რაც ხმაურის შესახებ კანონი ძალაში შევიდა, დასაშვები ნორმების გადამეტებას შსს აკონტროლებდა და მოსახლეობა დარღვევის შემთხვევაში პატრულს მიმართავდა, 2018 წლის ივლისიდან კი ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები აკონტროლებენ. 

კომენტარები