რუსეთი

რუსეთის სამხედრო გემი არქტიკაში ლომვეშაპმა ჩაძირა

CNN

არქტიკაში რუსეთის სამხედრო გემს თავს ლომვეშაპი დაესხა და ჩაძირა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დედალი ლომვეშაპი გემს თავს საკუთარი ნაშიერების დაცვის მიზნით დაესხა. 

გემს მკვლევრები Cape Geller-ის სანაპიროზე გადაჰყავდა. ბორტზე "რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების" მკვლევრები და ექსპედიციის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

"რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების" ცნობით, გემის ჩაძირვის მიუხედავად, ექსპედიციის წევრებმა სანაპიროს უვნებლად მიაღწიეს.

"ინციდენტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არქტიკაში ადამიანებს არავინ ელის,"-თქვეს ექსპედიციის წევრებმა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ექსპედიციის წევრები არქტიკის ფლორასა და ფაუნას შეისწავლიან. ასევე, აწარმოებენ გლაციოლოგიურ დაკვირვებებს.

კომენტარები