რუსეთი

რუს სპორტსმენებს მსოფლიო მძლეოსნობის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას წელსაც არ მისცემენ

რუსი სპორტსმენი ალექსანდერ ივანოვი, რომელსაც 2013 წელს მსოფლიო მძლეოსნობის ჩემპიონატში მოგებული ოქროს მედალი მას შემდეგ ჩამოართვეს და 3 წლით მონაწილობის მირება აუკრძალეს, რაც დოპინგში დაადანაშაულეს.
AP

რუს სპორტსმენებს დოჰაში მსოფლიო მძლეოსნობის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას წელსაც არ მისცემენ. 

მძლეოსნობაში ჩემპიონატის საერთაშორისო ასოციაციამ თქვა, რომ მათ გადაწყეტილება ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე მიიღეს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მონაცემების მანიპულაციის ბრალდებაზე და მიმდინარე გამოძიებაზე," - თქვა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა რუნ ანდერსენმა, რომელიც რუსეთის შესაძლო აღდგენის განხილვაზე მუშაობს. 

"სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას აღდგენის უფლებას არ ვაძლევთ," - განაცხადა ანდერსენმა.

ზოგიერთ რუს სპორტსმენს, რომელსაც დოპინგის ისტორია არ აქვს, შეჯიბრის დასრულება ნეიტრალური სტატუსით დასრულება შეეძლება. ჩემპიონატზე რუსეთის დროშას არ აღმართავენ და არც მის ჰიმნს ჩართავენ. 

მძლეოსნობაში ჩემპიონატის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა სებასტიან ქოემ თქვა, რომ საბჭოს შორის ამ საკითხზე პოზიცია ერთაინი იყო. 

მძლეოსნობაში ჩემპიონატის საერთაშორისო ასოციაციამ რუსეთს მონაწილეობის მიღება 2017 წელს აუკრძალა.

მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთს მიერ სპორტსმენების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია შეუსაბამობებს შეიცავდა. მათ რუსეთს სამი კვირა მისცეს იმის ასახსნელად, თუ რატომ წაშალეს მოსკოვის ლაბორატორიაში უამრავი დადებითი ტესტირების შედეგი.

მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტოს მიერ რუსეთის აკრძალვის შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა, ოლიმპიურ თამაშებში და სხვა მნიშვნელოვან სპორტულ ჩემპიონატებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. 2018 წლის აპრილში მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტოს ახალი წესებით, უარყოფითი განჩინების შემთხვევაში ქვეყანას ავტომატურად აეკრძალება მნიშვნელოვან მსოფლიო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 

მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტომ რუსეთის ანტი-დოპინგის სააგენტო 2015 წელს აკრძლა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ კორუფციის ეჭვები გააჩინა და სააგენტოს მიერ ჩატარებული ტესტირების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო, რუსეთის ნაკრები სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს. იმ სპორტსმენებს, რომლებმაც დოპინგ ტესტის შემოწმება წარმატებით გაიარეს, ასპარეზობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ შეეძლოთ. რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილესა და სპორტის ყოფილ მინისტრს ვიტალი მუტკოს კი, სამუდამოდ აეკრძალა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ე.წ. სუფთა სპორტსმენი, რომელსაც დოპინგი არ აღმოაჩნდება, ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს, როგორც "ათლეტი რუსეთიდან". ამასთან, ოლიმპიადაზე არც რუსული ჰიმნი არ გაჟღერებულა. 

2018 წლის სექტემბერში საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად რუსეთს აკრძალავა მოხსნეს. რუსეთმა პირობა დადო, რომ მსოფლიო სააგენტოს ათასობით სპორტსმენის მონაცემებს მიაწოდებდა. 

რუსეთს ბრალად ედებოდა 2011-2015 წლებში დოპინგის სისტემატური დაფინანსება. ამავდროულად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დაევალა, აუნაზღაუროს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს IOC-ს დოპინგის სკანდალის გამოძიების ხარჯები და ამასთან $15 მლნ-ის გადახდაც დაეკისრა.

კომენტარები