ტომ იორკი

ტომ იორკმა ყოფილი ცოლის გარდაცვალებისგან გამოწვეულ გრძნობებზე ისაუბრა

Pitchfork.com

ტომ იორკმა ყოფილი ცოლის, რეიჩეილ ოუენის გარდაცვალებით გამოწვეულ გრძნობებსა და მძიმე პერიოდზე ისაუბრა.

წყვილი ერთმანეთს 23 წლის განმავლობაში ხვდებოდა და მათ ორი საერთო შვილი ყავთ. 2015 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, 2016 წელს კი რეიჩელ ოუენი 48 წლის ასაკში კიბოსგან გარდაიცვალა.

შვილებს ნოა და აგნესი ქვიათ.

"არ მაქვს იმედი, რომ მათი დედა ვიქნები, მაგრამ ყველაფერი კარგად არის. მე ორივეთი ძალიან ამაყი ვარ, ისინი აღმაფრთოვანებენ. არ მჯერა რომ მათ ჩემთან რაიმე შეხება აქვთ. დიდებული ადამიანები არიან" - თქვა მომღერალმა შვილებზე.

ტომ იორკის მსგავსად, რეიჩელ ოუენიც არტისტი იყო, თუმცა ის ფოტოგრაფიითა და ხატვით იყო გატაცებული.

"როდესაც ბავშვების დედა დაიღუპა, ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ეს ძალიან რთული იყო. ის [რეიჩელ ოუენი] ძალიან დიდი სირთულეებს შეეჭიდა და ჩემი ამბიციაა, რომ დარწმუნებული ვიყო მაშინ ყველაფერი სწორად გავეკეთეთ", - თქვა მომღერალმა.

Radiohead-ის ვოკალისტმა თავის ახალ პარტნიორზეც ისაუბრა.

"მე იღბლიანი ვარ, რადგან მყავს პარტნიორი, რომელმაც ყველაფერში სინათლე შემოიტანა, რასაც დიდი ძალა დაჭირდა. თუ მე შემიძლია, რომ შევქმნა მუსიკა, რომელიც ყველაფერს ამას გამოხატავს და კვლავ მნიშვნელოვანია ხალხისთვის, ეს იმაზე მეტია, ვიდრე შემიძლია ვითხოვო", - თქვა მომღერალმა.

კომენტარები