ალანია: პარლამენტისგან ობიექტური განსჯის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს

პარლამენტი

"პარლამენტისგან ობიექტური განსჯის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს,"- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიამ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალანიას თქმით, მან ყველა კითხვას პასუხი გასცა. რაც შეეხება სასამართლოში "კლანურ" მმართველობას, ალანია ამბობს, რომ არ იცის ამაში რას გულისხმობენ.

"ეს არის მათი დეფინიცირება და მათ უნდა დაეკითხოთ, რას ეძახიან ისინი კლანს. მე ვდგავარ ყველა იმ მოსამართლის გვერდით, რომელიც დამოუკიდებლობისა და სასამართლოს განვითარებისკენ მიისწრაფვის," - თქვა ალანიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას იურიდიულ საკითხთა სხდომაზე დღეს, 23 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში უსმენდნენ. კომიტეტის სხდომა ხვალ, 24 სექტემბერს გაგრძელდება. სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული და მორიგ კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ. 

კომენტარები