ფულის გამოძალვა

ფულის გამოძალვის მიზნით, მოზარდის მძევლად აყვანის დაგეგმისთვის, პირებს პატიმრობა მიესაჯათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფულის გამოძალვის მიზნით, მოზარდის მძევლად აყვანის დაგეგმისთვის, პირებს პატიმრობა მიუსაჯა.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დ.მ.-ს, ვ.ხ.-ს, შ.მ.-ს და პ.დ.-ს ერთ-ერთი ოჯახიდან რამდენიმე ათასი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, განზრახული ჰქონდათ აღნიშნული ოჯახის წევრის, არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდება. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ლ.გ.-მ ნამდვილად იცოდა აღნიშნული დანაშაულის მომზადების შესახებ, თუმცა არ შეატყობინა პოლიციის ორგანოებს",  - წერია პროკურატურის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ დანაშაულში მოზარდის მძევლად აყვანაში ბრალდებულებს 10-10 წლით პატიმრობა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები