შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის 1993 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლები პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებული ლ.ტ ამჟამადაც პირობით სასჯელს იხდიდა.
შსს-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას, მაყუჩიანი პისტოლეტი და 3 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.