არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: რეგულარულად ვვარჯიშობ, ძირითადად სირბილი და ტენისი

მე მივსდევ ცხოვრების ჯანსაღ წესს. რეგულარულად ვვარჯიშობ, ძირითადად სირბილი და ტენისი. ლისის ტბაზე თბილისის მერიამ მოაწყო შესანიშნავი ინფრასტრუქტურა ამისათვის და ველოსიპედებიც არის ის სფერო, სადაც მეტი და მეტი მოქალაქე სარგებლობს ყოველდღიურად. მეც ძალიან მიყვარს ველოსიპედი, რომ არ მოგატყუოთ. არის მარტივი და კომფორტული საშუალება, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში გადაადგილებისთვის და ისეთ უბნებში, სადაც მოკლე დისტანციაზე საცობების ალბათობა არსებობს. 

საქართველოს პარლამენტის თავმკდომარე არჩილ თალაკვაძე. ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ველომსვლელობა მიმდინარეობს.

კომენტარები