არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: ოკუპაციასთან ბრძოლას გულზე მჯიღის ცემის ნაცვლად, პრაგმატული პოლიტიკა სჭირდება

როცა ტერიტორიების 20 პროცენტი წართმეული გაქვს, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში შენი მოქალაქეები იტანჯებიან, ჯანდაცვა და ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვთ, რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ჩვენი შექმნილი, ეს შექმნა იმ მოცემულობამ, რომელ რეგიონშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამ რეალობას თვალის გასწორება უნდა, ამ გეოგრაფიას ვერ გავაქრობთ და ამ გეოპოლიტიკას სჭირდება პრაგმატული მიდგომა. გულზე მჯიღის ცემა და აგრესიული ფსევდო-პატრიოტიზმი კი არ სჭირდება, ამას სჭირდება პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. ოპონენტები ვერ განახორციელებენ  ჩვენს მაგივრად საგარეო და ანტი საოკუპაციო პოლიტიკას. სანამ ხელისუფლებაში ვართ, ამას ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანის "იმედის" ეთერში თქვა.

კომენტარები