ჯენიფერ ლოპესი

50 წლის ჯენიფერ ლოპესმა ვერსაჩეს ჩვენება ისეთივე კაბით დახურა, როგორიც 2000 წელს ეცვა

მილანის მოდის კვირეულის დამსწრე პირებმა დღეს გამორჩეული სანახაობა იხილეს - დაახლობით ერთი საათის წინ 50 წლის ჯენიფერ ლოპესმა Versace-ს ჩვენება დახურა.

ჩვენების დახურვისას ჯენიფერ ლოპესს ისეთივე ვერსაჩეს კაბა ეცვა, როგორის 2000 წელს გრემის დაჯილდოებაზე. მაშინ, მომღერლის კაბამ ძალიან ბევრი ადამიანისა და დიზაინერების მოწონება დაიმსახურა და ის საკმაოდ ცნობილ კაბად იქცა.

სწორედ, 2000 წელს ჯენიფერ ლოპესის მიერ ჩაცმულ მწვანე პალმების პრინტიან კაბას მიუძღვნა დღევანდელი ჩვენება დონატელა ვერსაჩემ.

კომენტარები