რუსეთი

რუსეთში დაკავებული მსახიობი პაველ უსტინოვი გაათავისუფლეს

TASS

რუსეთში დაკავებული მსახიობი პაველ უსტინოვი გაათავისუფლეს. სასამართლომ მისი საქმე პროტესტის შემდეგ ხელახლა განიხილა.

23 წლის მსახიობს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გასაჩივრებამდე ის პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ.

უსტინოვის საჩივარს სასამართლო მომავალ კვირას მოისმენს.

16 სექტემბერს პაველ უსტინოვს 3 აგვისტოს მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მოსკოვის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელზე თავდასხმის ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. სამართალდამცავის თქმით, დაკავების დროს უსტინოვმა დაზიანებები მიაყენა, საავადმყოფოში მას "მარცხენა მხრის სახსრის დახურული დისლოკაცია" დაუდგინეს.

თუმცა გავრცელებულ ვიდეოში დაკავებული ჩუმადაა და არც შეურაცხმყოგელ ლოზუნგებს ყვირის.

უსტინოვის თქმით, ის აქციაში არ მონაწილეობდა და პუშკინის მოედანზე საქმიანი შეხვედრისთვის მივიდა. მისი თქმით, როდესაც დაიწყეს მისი დაკავება, მან უკან დაიხია, ამასთან, ორივე ხელი ტელეფონითა და ყურსასმენით ჰქონდა დაკავებული.

მოსამართლემ კრივორუჩკომ უარი თქვა დაკავებისკადრების დამატებაზე, რადგან, პროკურატურის თქმით, ვიდეოში ყველაფერი საკმარისად გარკვევით ჩანდა. აგრეთვე, მოსამართლეს თქმით, ლაიგინის ჩვენება საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ უსტინოვი დამნაშავედ იქნას ცნობილი.

17 სექტემბერს რუსმა მსახიობებმა და მომღერლებმა უსტინოვის მხარდასაჭერად ონლაინ კამპანია წამოიწყეს - მათ უსტინოვის მხარდასაჭერი ვიდეოები გადაიღეს, სადაც ამბობენ, რომ მისი განაჩენი უსამართლოა და უდანაშაულო ადამიანი ციხეში ყოფნას არ იმსახურებდა. ფლეშმობი მსახიობმა ალექსანდერ პალმა დაიწყო და სხვებსაც მოუწოდა შეერთებისკენ.

სოციალურ ქსელში გაჩნდა მისი მხარდასაჭერი ბანერი "მე, ჩვენ ვართ პაველ უსტინოვი". ამგვარი ბანერი პირველად ცნობილი რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად შექმნეს. 

Open Media-ს ინფორმაციით, უსტინოვის მხარდასაჭერი ვიდეოები ჯამში მსახიობების Instagram გვერდის 16 მილიონმა ადამიანმა იხილა. 

18 სექტემბერს მოსკოვში აქციაზე დაკავებული მსახიობის პაველ უსტინოვის მხარდასაჭერად მომიტინგეები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. 

ასობით ადამიანმა პაველ უსტინოვის მხარდასაჭერად მდუმარე "სოლიდარობის პიკეტი" გამართა.

კომენტარები