The irishman

მარტინ სკორსეზეს THE IRISHMAN-ის ოფიციალური პოსტერი გამოქვეყნდა

The Irishman

რამდენიმე დღის წინ, მარტინ სკორზესეს ახალი ფილმის The Irishman-ის ოფიციალური პოსტერი გავრცელდა.

პოსტერზე ფილმში მთავარი როლის შემსრულებლები - რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში ჩანან.

The Irishman-ის ოფიციალური პოსტერი

გარდა პოსტერისა, ცნობილია ფილმის თრეილერიც, რომელიც ივლისში გამოვიდა.

The Irishman განგსტერებზე გადაღებული ფილმია, რომელიც ჩარლზ ბრენდის ნოველას "I Heard You Paint Houses" ეყრდნობა.

ფილმის პრემიერა ნიუ-იორკის ფილმის ფესტივალზე შედგება, რომელიც 27 სექტემბერს იწყება და 13 ოქტომბერს სრულდება.

კომენტარები