ბრედ პიტი

ბრედ პიტმა მამებზე, შვილებთან ურთიერთობაზე და ვაინშტაინთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

GQ

ბრედ პიტმა СNN-ზე კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში მამებზე, შვილებთან ურთიერთობაზე, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შედეგად გამოწვეულ გრძნობებზე და ჰარვი ვაინშტაინთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, 55 წლის მსახიობმა თავის ახალ ფილმზე "Ad Astra"-ზე ისაუბრა, სადაც ის ასტრონავტის როლს ასრულებს, რომელიც დაკარგულ მამას ეძებს.

"ჩემი პერსონალური გამოცდილება რაღაც მხრივ უნივერსალურია, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ შენ იცი ჩვენი მშობლები, ჩვენი სამყარო, ჩვენი ღმერთები, ჩვენი პირველი ანაბეჭდები იმაზე თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს და როგორ უნდა ვგრძნობდეთ ამ სამყაროში. ამ ყველაფრისგან, სხვადასხვა დონეზე, ზოგიერთი ჩვენგანი ატარებს უფრო მეტ ტკივილსა და იმედგაცრუებას. ვფიქრობ, თითქმის მთელი ცხოვრებაა საჭირო მიხვდე რა არის შენი და რა არის მათი", - თქვა ბრედ პიტმა მშობლის ურთიერთობებზე საუბრისას.

ბრედ პიტი ასტრონავტის როლში "Ad Astra"-ში.

ამის შემდეგ მან მამამისზე ისაუბრა.

"მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ ჩემთვის უკეთესი ცხოვრების მოცემა სურდა, ვიდრე მას ჰქონდა უკიდურესი სიღარიბიდან წამოსულს და მან ეს გააკეთა. ეს მე მაფიქრებს, როგორც მამას, რა უნდა შევთავაზო ჩემს შვილებს იმაზე უკეთესი, ვიდრე მე მაქვს?".

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 10-წლიანი ქორწინების შემდეგ 2016 წელს დაშორნდნენ. ამის შემდეგ, მსახიობი წელიწადნახევარი ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბში დადიოდა და ალკოჰოლური სასმელების სმა შეწყვიტა.

"ჩვენ ყველას გამოგვიცდია დანაკარგი, ჩვენ ყველა ყოველთვის განვიცდით საოცარ მარტოობას და ძალიან კარგები ვართ იმაში, რომ ამ ყველაფერს არ გავუმკვლადეთ, სადღაც შორს ჩავკეტოთ. ზოგიერთი ჩვენგანი კი ძალიან კარგია იმაში, რომ ამ გრძნობებს გაყვეს და მეორე მხრიდან უფრო თავდაჯერებული და მოსიყვარულე გამოვიდეს".

ბრედ პიტმა ჰარვი ვაინშტანთან დაპირისპრებაზეც ისაუბრა. 1990-იან წლებში ის გვინეტ პელტროუს შეყვარებული იყო, რომელმაც ცნობილი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. პელტროუს თქმით, მას ჰარვი ვაინშტაინმა ბევერლი ჰილსის სასტუმროში შეხვედრის დროს ხელები ძალით მოკიდა და საძინებელ ოთახში მასაჟის გაკეთება შესთავაზა. სწორედ, ამ ფაქტის შემდეგ დაუპირისპირდა პიტი ვაინშტაინს.

"ამ დროს, მე უბრალო ბიჭი ვიყავი Ozarks-დან და ასე ხდება რაღაცებთან დაპირისპირება. მე უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა, რომ მომავალში არაფერი მოხდებოდა, რადგან ის [გვინეტ პელტროუ] ორ ფილმში თამაშს აპირებდა", - თქვა ბრედ პიტმა.

კომენტარები