პრეზიდენტის შეწყალება

გაბაშვილი: ზურაბიშვილმა ისეთი ჯოჯოხეთი დაატრიალა, ერთადერთი რეალური ფუნქციაც შეიჩერა

საქართველოს პრეზიდენტმა ისეთი ჯოჯოხეთი დაატრიალა, რომ შედეგად, კონსტიტუციაში დარჩენილი ერთადერთი რეალური ფუნქცია მირატორიუმით შეიჩერა. აწი მარტო დამბალხაჭო და ლოპოტას აუზი. შესაბამის ემოჯის ვერ ვპოულობ.

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი გაბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე. ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება.

კომენტარები