მიუზიკლი

"ეშმაკი ატარებს პრადას" მიუზიკლის პრემიერა ჩიკაგოში - მუსიკის ავტორი ელტონ ჯონი იქნება

Tabula

2006 წლის ფილმზე "ეშმაკი ატარებს პრადას" დაფუძნებული მიუზიკლის პრემიერა ზაფხულში, ნედერლანდერ თეატრში, ჩიკაგოში შედგება. მუსიკის ავტორი ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მიუზიკლის წამყვანმა პროდიუსერმა კევინ მაკკოლუმმა გაავრცელა.

მიუზიკლი ჩიკაგოში 2020 წლის 14 ივლისიდან, მინიმუმ, 16 აგვისტომდე შესრულდება. რეჟისორი ჩიკაგოს სტეფენვოლფის თეატრალური კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელი ანა შაფიროა.

მერილ სტრიპის როლს ტონის ნომინანტი მსახიობი და მომღერალი ემილი სკინერი, ხოლო ენ ჰეთეუეის - ბროდვეის ვარსკვლავი კრისტინა ალაბადო შეასრულებს.

ფილმი, რომელშიც მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი თამაშობენ, მირანდა პრიესლისა და ენდი საჩსის როლებში, ამავე სახელწოდების, ლორენ ვეისბერგერის 2003 წლის ბესტსელერზეა დაფუძნებული.

ფილმის რეჟისორია დევიდ ფრანკელი, ხოლო პროდიუსერი - ვენდი ფაინერმენი. ფილმის დისტრიბუტორი კომპანია 20th Century Fox-ია. მერილ სტრიპმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში.

კომენტარები