ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჭიაბერაშვილი: ხალხი შედის მაღაზიასა და აფთიაქში, არ აქვთ საშუალება, რამე სხვაზე იფიქრონ

ჩვენ ხალხს, პრაქტიკულად, თავი გააქვს მხოლოდ იმით, რომ შედის სასურსათო მაღაზიაში, შედის აფთიაქში, ბავშვებისთვის ყიდულობს ძალიან ელემენტარულ რამეს და დამთავრდა, მათ აღარ აქვთ საშუალება, რაიმე სხვაზე იფიქრონ. აქ არ არის ლაპარაკი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, დასვენებაზე, მოგზაურობაზე. კარგად უნდა გვესმოდეს - მივიღეთ თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროპასთან და ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ ფული, იმოგზაურონ ვიზის გარეშე ევროპაში. ამის ფული კი არა, კომუნალური გადასახადების გადახდის პრობლემაა და შესაბამისად, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა არის განაჩენი ქვეყნისთვისაც და მისი მოქალაქეებისთვისაც.

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი NDI-ს უკანასკნელი კვლევის შედეგებზე, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 5% ამბობს, რომ გასულ თვეში მისი ოჯახის შემოსავალი 1600 ლარზე მეტი იყო.

კომენტარები