ევროპული საქართველოს ინიციატივა

უგულავა: ვოლსკიმ და ზოგადად "ოცნებამ" რუსეთში მყოფი ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქცია

გიგი უგულავა
ტაბულა

"ივანიშვილმა, ვოლსკიმ და ზოგადად ოცნების მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქცია," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის განცხადებას აფასებს, რომელმაც ევროპული საქართველოს ინიციატივას რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების თაობაზე "მავნე" უწოდა.

"ფაქტობრივად, ვოლსკიმ დღეს "მოუწოდა" რუსეთს იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღუთქვა, რომ ეს ილეთი გაჭრის საქართველოს მთავრობაზე. ამ ლოგიკით გამოდის, რომ საქართველომ სართოდ არაფერი არ უნდა მოიოქმედოს. ამასთანავე, თან იტყუება, რადგან 2006 წლის შემდეგ რუსეთში მყოფი ქართველების უდიდესი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად ვერ გამოაძევებენ. ვოლსკის ეს "რუსეთის მოპატიჟება" პასუხია ევროპული საქართველოს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას ითვალისწინებს:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა
2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას;
3. ევროპის კავშირმა და აშშ-მ სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

შეაფასე საქართველოს მთავრობა," - წერს უგულავა.

ევროპული საქართველო საქართველოს მთავრობას სთხოვს, მიიღოს ყველა ზომა და აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესება უზრუნველყოს. შესაბამისი დაგდგენილება პარლამენტის 18 აპრილს დარეგისტრირდა, ევროინტეგრაციის კომიტეტში განხილვა კი დღეს, 16 სექტემბერს დაიწყო.

განხილვის დაწყებამდე გია ვოლსკიმ პარტიის სახელით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "რუსეთისთვის დამატებითი სანქციები დაწესებაზე ინიციატივა მავნეა და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა".

კომენტარები