პატრიოტთა ალიანსის აქცია აშშ-ის საელჩოსთან

"პატრიოტთა ალიანსი" ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს

"პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს. როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, მათ ამერიკელ პარტნიორებს უნდა უთხრან, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო და არა რუსეთის ან აშშ-ის გუბერნია.

10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. როგორც ინაშვილმა თქვა, იქ იმის სათქმელად მივიდა, რომ "გიგა ბოკერია მწამებელია და მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი". შეჭრისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

კომენტარები