პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის შემდეგ მე-19 საუკუნის გობელინი აღადგინეს

REUTERS

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის შემდეგ მე-19 საუკუნის გობელინი აღადგინეს.

15 აპრილს, მაშინ, როდესაც მეხანძრეებმა წყლით გაჟღენთილი ხალიჩა ნახეს ის ორჯერ მეტს იწონიდა. რესტავრატორებმა გამოიყენეს გაშრობის სპეციალური მეთოდი და შემდეგ გაყინეს, რათა პარაზიტები და ბაქტერიები გაენადგურებინათ

"ხანძრის ჩაქრობის დროს ხალიჩა წყლით დაზიანდა. ასევე, ცეცხლის სიცხემ იმოქმედა და რადგან მაშინ ზაფხული იწყებოდა, არსებობდა რისკი, რომ სოკოებსა და პარაზიტებს ქსოვილები დაეზიანებინათ," - აღნიშნა ჰერვ ლე მოინმა Mobilier National-ის დირექტორმა.

25 მეტრის სიგრძის გობელინი საფრანგეთის მეფემ ლუი ფილიპ ორლეანელმა 1841 წელს გადასცა ტაძარს და მას განსაკუთრებულ ღონისძიებაზე იყენებდნენ. გასული 30 წლის მანძილზე გობელინი მხოლოდ ორჯერ გამოიტანეს.

პარიზის ევროპული მემკვიდრეობის დღეებში 21-22 სექტემბერს მას Mobilier National-ში გამოფენენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა და ტაძრის ნაწილი დაიწვა. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.

კომენტარები