კოალიციური მთავრობა

კაპანაძე: ჩვენსა და ენმ-ს შორის დიდი განსხვავებებია, ვაპირებთ კრიტიკას, არა ტალახის სროლას

მოვისმინეთ "ძალა ერთობაშია" კოალიციის ერთერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და ცილისწამებით ასავალ-დასავალის და ქართული ოცნების სტილში. აღსანიშნავია რომ ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანებული "ძალა ერთობაშია" კოალიციის ერთერთი ლიდერის განცხადება ჩვენი ინიციატივის კრიტიკას კი არ წარმოადგენდა, ან თუნდაც მწვავე შეფასებას, არამედ იყო ბინძური და აბსურდული ცილისწამება, თითქოს, ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ჩარკვიანი კოალიციის ერთერთი სპიკერია, შესაბამისად, ევროპული საქართველო მოვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციოს დაფიქსირებას ამ ბინძურ ცილისწამებაზე. მათ უნდა დააფიქსირონ ემიჯნებიან და გმობენ ამ განცხადებას, თუ ეთანხმებიან მის პათოსს, ან თუნდაც დუმილს ირჩევენ ჩარკვიანის საქციელთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ამ გზავნილთან თანხმობის ნიშანია. ევროპული საქართველოს პოზიცია ყველასთვის ცნობილია - მწვავე დისკუსია და კრიტიკა პოლიტიკური პროცესის აბსოლუტურად ნორმალური ნაწილია ჩვენსა და ენმ-ს შორის უზარმაზარი განსხვავებებია ბევრ პოლიტიკურ საკითხში. ვაპირებთ, მათ აქტიურ კრიტიკას, თუმცა არ ვაპირებთ ტალახის სროლასა და ცილისწამებას. ამისკენ მოვუწოდებთ ყველას და მათ შორის პირველ რიგში ენმ-ს და მათთან აფილირებულ ძალებს.

"ევროპული საქართველო მოვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის და "ძალა ერთობაშია" კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას თაკო ჩარკვიანის ბინძურ ცილისწამებაზე," - ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე თაკო ჩარკვიანის მიერ გუშინ, მათ ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. "მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია. მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის," - თქვა ჩარკვიანმა.

კომენტარები