უქმეები

გზამკვლევი შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გასატარებლად

Tbilisi Photo Festival

გრძელი და დამღლელი კვირის შემდეგ საკუთარ თავს გამუდმებით ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამთ: როგორ გავატაროთ უქმეები ისე, რომ თან დავისვენოთ, თან გავერთოთ და თან ორშაბათს დილით, პარასკევს საღამოს ჩაძინებულზე უფრო დაღლილებმა არ გავიღვიძოთ?!

რა არჩევანი გვაქვს საქართველოში ამ შაბათ-კვირას? რა თქმა უნდა, პარასკევი საღამოც არ გამოვტოვეთ და გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ის საინტერესო და სახალისო ივენთები, რომლებიც ამ უქმეებზე გველის წინ. თანაც ვეცადეთ, ყველას ინტერესი დაგვეკმაყოფილებინა და სხვადასხვა ივენთები თუ უბრალოდ დროის საინტერესოდ გასაყვანი ადგილები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის.

მუსიკალური ივენთები

დევიდ გერეტი - ახალი ალბომით “UNLIMITED –LIVE 2019” თავის თაყვანისმცემლებთან ერთად აღნიშნავს საკუთარი შემოქმედების 10 წელს. 2019 წლის 13 სექტემბერს დევიდ გარეტი და მისი ბენდი ახალი „ქროსოვერის“ პროგრამით ესტუმრება თბილისს და დაუკრავს სპორტის სასახლეში. 

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის 13 სექტემბერს KHIDI Boiler Room-თან პარტნიორობითა და Mzesumzira-ს მასპინძლობით წარმოგიდგენთ 6 საათიან ტრანსლაციას eZo Festival-ის მთავარი სცენიდან, სადაც დაუკრავენ Mzesumzira Records-ის დამაარსებელი და ლეიბლის რეზიდენტი RATI და KHIDI-ს რეზიდენტები: Liza Rivs, Sevda, Phase Fatale, REKA, PEARL / Falling Ethics.

13 სექტემბერს, BASSIANI-ის სცენაზე ტექნო სცენის ნამდვილი ლეგენდა FUNCTION დაუკრავს, რომელიც უამრავი საინტერესო კოლაბორაციული პროექტისა და კოლექტივის წევრია.

კინო

კინოთეატრები ასევე საინტერესო სეანსებს გვთავაზობენ. თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ტარანტინოს ახალი ფილმი "ერთხელ ჰოლივუდში", დროა იჩქაროთ. ასევე გამოვიდა ფილმი "ძარცვა ქუსლებზე", რომელშიც მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს. ყველაფერთად ერთად, კავეა გალერეაში 13 სექტემბერს შაკირას ლაივ კონცერტის ნახვა დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვისაც ღია ცის ქვეშ სურს ფილმის ნახვა, მზიურის კაფე პარასკევს, 13 სექტემბერს, საღამოს 20:90 საათზე, ჯულიან შნაბელის ფილმის "ვან გოგი - უსასრულობა" ჩვენებას მოაწყობს.

თეატრი

14 სექტემბერს მოძრაობის თეატრში თეატრალური სეზონი სპექტაკლით ფაუსტი/FAUST (კახა ბაკურაძის ინტერპრეტაციებით) გაიხსნება. 

სხვა და სხვა

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა ნამდვილად 12-21 სექტემბერს თბილისის ფოტო ფესტივალის გახსნის კვირეულია, ხოლო 14 სექტემბერს, თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება “ფოტოგრაფიის ღამე“ გაიმართება.


ფოტო: Tbilisi Photo Festival

13 სექტემბერს, პარასკევს დარაბა / daraba.art გიწვევთ ახალი საგამოფენო სივრცის გახსნაზე, რომელიც მდებარეობს ალექსანდრე მანთაშევის, ნავთობმაგნატის და ქველმოქმედის ისტორიულ სახლში, გ.ქიქოძის #8, სოლოლაკში.

ორბელიანის მოედანზე, 14-15 სექტემბერს "დააგემოვნე თბილისის ქუჩებში" ანუ ქუჩის საკვები და სწრაფი კვების ფესტივალი გაიმართება. 

14 სექტემბერს, წიგნის სახლში ბახტრიონზე, ლევან ბერძენიშვილი ლექციას ფოლკნერის შემოქმედებაზე წაიკითხავს. შეხვედრები გაიმართება 14 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით.

კომენტარები