პატრიოტთა ალიანსი

მეთიუ ბრაიზა ინაშვილზე: ჩემს ქვეყანაში ის ციხეში მოხვდებოდა, ბოდიში თავად უნდა მოიხადოს

პატრიოტთა ალიანსის წევრები იმ დროს მოვიდნენ, როდესაც რუსეთთზე დისკუსიას ვიწყებდით, ეს ფაქტები ერთმანეთთან კავშირშია, მათ ამით სიგნალი სხვებს მისცეს. საოცარია, როგორ იქცეოდნენ, ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა. ამის გამო, ბოდიში თავად უნდა მოიხადოს

ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა მთავარ არხთან ინტერვიუში, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ირმა ინაშვილის და ობიექტივის ოპერატორის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდნის შესახებ (მთავარი არხის თარგმანი). კონფერენციაზე შეჭრისას, ირმა ინაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს. პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი კრამერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ასევე, აშშ-ის საელჩოსთან აქციას აანონსებს მოთხოვნით, დევიდ კრამერს აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა. პატრიოტთა ალიანსი "კრამერის სიის" შექმნის ინიციატივითაც გამოდის.

კომენტარები